დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5487 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/11/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 06/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.05.001.003.061 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N19-20, 30.07.96, გვ. 28) 202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 202
1. პასპორტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, 2 ფოტოსურათს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და შესაბამის განცხადება-ანკეტას, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პასპორტის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს 2 ფოტოსურათი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შესაბამისი განცხადება-ანკეტა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 22 ნოემბერი.
№5487 – IIს
დოკუმენტის კომენტარები