დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4937-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714015, 14/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.016395 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილი იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით.
5. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
2. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა.
22. საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან მოიხსნა სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთან – ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. 14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“;
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.“;
ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 18 წლამდე პირი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრირება დასაშვებია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“;
ზ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. რეგისტრაციასთან და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ პირს არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, პირის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სავალდებულო არ არის.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად გამიზნულ შენობაში ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება. თუ დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველია. პირი ვალდებულია რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
5. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-10 და 101 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
გარდაცვლილი პირი რეგისტრაციიდან მოიხსნება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ გარდაცვალების რეგისტრაციისას ან საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების შემთხვევაში.
მუხლი 101
რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:
„მუხლი 102
რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის სტატუსით გამოცხადებული პირი ვალდებულია ჩვენება მისცეს რეგისტრაციასთან და რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სააგენტოსთვის ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან მათი შეცდომაში შეყვანისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ჩვენების მიმცემ მოწმეს.“.
8. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში მცხოვრები პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია გასცეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის და ბინადრობის მოწმობებს (გარდა დროებითი ბინადრობის მოწმობისა) გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას გასცემს 1 თვის ვადაში.“.
9. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.“;
ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაბადების თარიღი;“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს.“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.“;
ე) მე-7 პუნქტის:
ე.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაბადების თარიღს;“;
ე.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე.გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.“.
10. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაბადების თარიღი;“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.“.
11. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა, დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და საჭიროა მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების გადამოწმება – აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებული იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას;
ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე.
3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება:
ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას.
4. პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:
ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
ბ) თუ დაინტერესებულმა პირმა შეცვალა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გ) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები;
დ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.“.
13. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ პირს.“.
14. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადობის და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
15. 202 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.“;
ბ) 74 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„74. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება), რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებ არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) 78 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„78. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინონ ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“;
დ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ერთ-ერთი მშობლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია;
ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.“;
ე) 86 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„86. სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.
9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების წესი, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
16. 203 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი).“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის 21 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებითი რეკვიზიტები შეიძლება დადგინდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;
დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა.
7. პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) პასპორტის მფლობელის სახელი;
ბ) პასპორტის მფლობელის გვარი;
გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა;
დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი;
ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი;
ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი;
ზ) პასპორტის მფლობელის სქესი;
თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი;
ი) პასპორტის გაცემის თარიღი;
კ) პასპორტის მოქმედების ვადა;
ლ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;
ნ) ბეჭედი;
ო) ქვეყნის კოდი;
პ) პასპორტის ნომერი;
ჟ) პასპორტის ტიპი.“.
17. 204 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 12 პუნქტი:
„12. სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადაა 5 წელი.“;
ბ) მე-7 პუნქტი:
„7. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ მოხერხდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა, აღნიშნული დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ინახება 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
18. 205 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვა).“.
19. 209 და 2010 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 209
საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა.
მუხლი 2010
1. სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
2. სააგენტომ უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.“.
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 30 ივლისისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№4937-რს
დოკუმენტის კომენტარები