„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციიისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შeტანის თაოაბზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციიისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შeტანის თაოაბზე
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 15/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.001.490
  • Word
181
24/06/2004
სსმ, 19, 15/07/2004
010.130.000.05.001.001.490
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციიისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შeტანის თაოაბზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, ივლისი, 1996, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 10 დღეში, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით აცნობოს ეს ფაქტი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც 5 დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. პირი, რომელიც რეგისტრაციაში გატარებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია 6 თვეში ერთხელ გამოცხადდეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ იმ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც რეგისტრირებულია.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები.“.

5. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 10 დღის განმავლობაში აცნობოს ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციაში გატარების თარიღი და ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის განმავლობაში  რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.

    მუხლი 10

გარდაცვლილი ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

1. საქართველოში მცხოვრებ პირთა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.

2. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას – 1 თვის ვადაში.

4. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შეჩერდება წარმოდგენილ დოკუმენტებში ყალბი ან არაზუსტი მონაცემების აღმოჩენისას.“.

7. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ბეჭედი;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა;“.

8. მე-15 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა;“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19

1. პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს.

3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს.“.

10. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის, აგრეთვე უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის წესი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესი

    მუხლი 201

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტს გასცემს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასცემს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

    მუხლი 202

1. პასპორტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, 3 ფოტოსურათს და შესაბამის განცხადება-ანკეტას.

2. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.

3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა.

4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.

5. პასპორტის მიმღების პირადად გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ ხელმოწერისას.

6. პასპორტის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეიტანება პასპორტში.

7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს.

8. არასრულწლოვნებზე პასპორტი გაიცემა მათი კანონიერი წარმომადგენლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.

    მუხლი 203

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტში შეიტანება:

ა) პასპორტის მფლობელის სახელი;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარი;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი;

ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესი;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი;

ი) პასპორტის გაცემის თარიღი;

კ) პასპორტის მოქმედების ვადა;

ლ) თანამდებობის პირის ხელმოწერა;

მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;

ნ) ბეჭედი;

ო) ცნობები არასრულწლოვნების შესახებ, თუ ისინი პასპორტის მფლობელთან ერთად აპირებენ გამგზავრებას (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი).

    მუხლი 204

1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი. მოქმედების ვადის გასვლისას ვადის გაგრძელება დაიშვება არა უმეტეს 5 წლით. არასრულწლოვანზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

2. პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები.

3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება. ასეთ შემთხვევაში პასპორტის მოქმედების ვადის გამგრძელებელი დაწესებულება ვალდებულია ვადის გაგრძელებიდან 2 დღეში გაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სათანადო ინფორმაცია.

4. პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის მფლობელი იხდის სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით.

    მუხლი 205

1. პასპორტის შეცვლა ხდება საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება).

2. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვ).

3. იმ პასპორტის გამოცვლისას, რომელსაც ახლავს სხვა სახელმწიფოს მოქმედი საკონსულო ვიზა, ძალადაკარგული პასპორტის ბოლო გვერდზე აღინიშნება, რომ იგი შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას.

4. დაკარგულის ნაცვლად ახალი პასპორტი გაიცემა პირველადი პასპორტის საბუთებზე დაყრდნობით, დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით.

5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.

6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 206

1. პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საბუთები, აგრეთვე ძალადაკარგული პასპორტები ინახება და ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პასპორტს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით არ არის გაფორმებული, ძალა არ გააჩნია.“.

    მუხლი 2.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობების გაცემა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში, ხოლო პასპორტების გაცემა – ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ და მოქმედებს 2004 წლის 15 ნოემბრამდე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№181–რს