„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2637-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.018891
2637-IIს
27/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
010130000.05.001.018891
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 18 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება გამოიხატოს ასევე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

გარდაცვლილი პირი რეგისტრაციიდან მოიხსნება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ გარდაცვალების რეგისტრაციისას, დიპლომატიური არხების მეშვეობით უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისგან პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების თაობაზე შეტყობინების მიღების ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურისგან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების შემთხვევაში.“.

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემის, აგრეთვე უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

4. 202 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემის, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

5. 2013 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემისა  და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.    

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2637-IIს