„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4024-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.102219
4024-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010130000.05.001.102219
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2015 მუხლი:

„მუხლი 2015

1. 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მფლობელ პირზე პირადობის იმავე მოწმობის სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც დატანილია აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N4024-XIIIმს-Xმპ