დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5852-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.016638 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111
1. თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 16 მარტი.
№5852–Iს
დოკუმენტის კომენტარები