„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2473-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.018868
2473-რს
06/06/2018
ვებგვერდი, 21/06/2018
010130000.05.001.018868
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადი ნომერი ენიჭება პირს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციისას.“.

2. 2013 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2013

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე ენიჭებათ პირადი ნომერი.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, ხოლო რეგისტრაციის უფლება − აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი.

3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს არეგისტრირებს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ  სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

7. პირადობის ნეიტრალურ მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 111 მუხლის მოქმედება.

8. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

9. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 111 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.

10. ამ მუხლის მიზნებისათვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირების ლეგიტიმურად ცხოვრების საკითხის გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 ივნისი 2018 წ.

N2473-რს