„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.018234
51-Iს
01/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
010130000.05.001.018234
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა შეიძლება ადასტურებდეს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისად ჰუმანიტარული სტატუსის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოქმედების ვადით.“.

4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ბინადრობის მოწმობის მისაღებად ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მისთვის მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები.“.

5. III1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

6. 201 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი), ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო პასპორტის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი.“;

ბ) 2და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

22. სამგზავრო დოკუმენტი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი მოქალაქეობის ქვეყნისა ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა უსაფრთხოდ არ მიიჩნევა) გასასვლელად.“;

გ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე  მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“.

7. 202 მუხლის:

ა) 72 და 73 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო პასპორტის მისაღებად, აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას წარადგენს.

73. სამსახურებრივი პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად შესაბამის პირს, ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად ­− ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება.“;

ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„83. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

8. 204 მუხლის:

ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ვერ მოხერხდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის (მათ შორის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის) და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, ეს დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ინახება 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი (მათ შორის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი) და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

9. 20მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და მათი გაუქმების დამატებითი საფუძვლები.“.

10. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებისა და მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8 პუნქტები და მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 დეკემბერი 2016 წ.

N51-Iს