დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 957-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.018489 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულება, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს ამ პირის ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ პირს არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, ამ პირის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აღნიშნული დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სავალდებულო არ არის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N957-IIს |
დოკუმენტის კომენტარები