დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1120-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.102867 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს აცნობოს ამ პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).“. 2. მე-14 მუხლის: ა) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა), რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები. 41. ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შეიძლება შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, აგრეთვე ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) სქესს; დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე ელექტრონული ფორმით დატანილი (ჩაწერილი) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისთვის; ო) მოწმობაზე წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); პ) QR კოდს, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია; ჟ) მოწმობის მფლობელის თითის ანაბეჭდებს.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის გარეშე, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პირის შესახებ სხვა ინფორმაციის ასახვა ან ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი (ჩაწერილი) QR კოდით მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით/თანხმობით. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დამატებითი მონაცემები (ინფორმაცია)/რეკვიზიტები და მათი დატანის (ჩაწერის)/ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“; ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა ელექტრონული მატარებლის შემცველობით (დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა). ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე. ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით.“; ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს პირის თითის ანაბეჭდებს. თითის ანაბეჭდების შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 3. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით. ამასთანავე, დროებითი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.“. 4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 5. 203 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) პასპორტის მფლობელის: ა.ა) სახელს; ა.ბ) გვარს; ა.გ) მოქალაქეობას; ა.დ) დაბადების თარიღს; ა.ე) პირად ნომერს; ა.ვ) ფოტოსურათს; ა.ზ) სქესს; ა.თ) დაბადების ადგილს; ა.ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; ბ) პასპორტის გაცემის თარიღს; გ) პასპორტის მოქმედების ვადას; დ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას; ე) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას; ვ) პასპორტის გამცემი ქვეყნის კოდს; ზ) პასპორტის ნომერს; თ) პასპორტზე წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თითის ანაბეჭდების შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია.“. 6. 205 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პასპორტის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული შესაბამისი დოკუმენტები მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი განცხადებების საფუძველზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობები შეიძლება გაიცეს თითის ანაბეჭდების შემცველობის გარეშე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 26 ნოემბერი 2025 წ. N1120-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები