დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4083-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.102237 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2016 მუხლი:
„მუხლი 2016 1. თუ ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება ამ დოკუმენტის მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისგან, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ამ პუნქტის მიზნებისთვის იგულისხმება ამავე მუხლის ამოქმედებამდე ბოლოს გაცემული რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი, საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ახალ პასპორტზე იმავე პუნქტის შესაბამისად დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ მოწმობის, საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 7 მარტი 2024 წ. N4083-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები