დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3653-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 11/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.016011 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი აღნიშნულ მოქმედებას ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის მოწმობა გაიცემა მისი სურვილის შემთხვევაში.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციას, საკონსულო აღრიცხვას, მისი რეგისტრაციიდან და აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოში მყოფი მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს სააგენტო მოქალაქის განცხადების საფუძველზე.“.
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
გარდაცვლილი რეგისტრაციიდან მოიხსნება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ გარდაცვალების რეგისტრაციისას ან საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების შემთხვევაში.“.
4. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო საქართველოში მცხოვრები პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.“.
5. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების გერბიანი ბეჭედი;“.
6. 201 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“;
გ) მე-4, მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.
5. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავებას, ბიომეტრიული პასპორტის დამზადებასა და მფლობელისათვის გადაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
51. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სააგენტოსგან მიღებული, ამ კანონით გათვალისწინებული, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;
დ) 52 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 202 მუხლის:
ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილი არიან მიიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.“;
ბ) მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
81. ერთ-ერთი მშობლის ან მისი აღმავალი შტოს ნათესავის სანოტარო წესით დამოწმებული ან სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია;
ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2012 მუხლი:
„მუხლი 2012
2010 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 1 ოქტომბერი.
№3653–IIს
დოკუმენტის კომენტარები