კომენტარები

elgujamakalatia's picture
elgujamakalatia (Elguja Makalatia)
სხვა
რეგ. თარ: 2016/09/26
ბოლო შემოს: 2021/01/28 13:33:54
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო რ. ბ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული აქტები და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუმცა, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს. ამგვარად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ამგვარად, დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობას შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქ. სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე- 7 მუხლის შესაბამისად საქ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქ-ში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, მათი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის სამართალდაცვითი მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას კრძალავს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6.2 მუხლი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.