„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 579
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 10/11/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.000.832
  • Word
579
27/10/2000
სსმ, 39, 10/11/2000
010.130.000.05.001.000.832
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს მხოლოდ რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას.

5. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისათვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 27 ოქტომბერი.

№579Iს