დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5563 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228059, 28/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.016539 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11
1. პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
2. პირს პირადი ნომერი ენიჭება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 16 წლამდე პირი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრირება დასაშვებია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“;
დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. რეგისტრაციასთან და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
3. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101
რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა არის მისი მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
5. მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობისა და ბინადრობის მოწმობებს (გარდა დროებითი ბინადრობის მოწმობისა) გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას გასცემს 1 თვის ვადაში.
4. გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ზუსტ მონაცემებად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო იმ პირის მიმართ, რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ და რომლის დაბადების აქტის ჩანაწერი არ არსებობს, – დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები.“.
6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.“.
7. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.“.
8. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სააგენტო უფლებამოსილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მეწარმე სუბიექტთან ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად გასცეს პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციასა და საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებული, ასევე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული პერსონალური მონაცემები, თუ არსებობს იმ პირის თანხმობა, რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ ინფორმაციის გამომთხოვი დაწესებულების მიერ შესაბამისი პირის მიმართ განხორციელებული/განსახორციელებელი მოქმედების არსიდან ან სხვა გარემოებიდან ივარაუდება, რომ პირი თანახმაა თავისი პერსონალური მონაცემების გაცემაზე.“.
9. 202 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების წესი, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5563-რს
დოკუმენტის კომენტარები