„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6997-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.020088
6997-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
010130000.05.001.020088
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით.

5. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6997-რს