„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4137-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.019399
4137-რს
26/12/2018
ვებგვერდი, 10/01/2019
010130000.05.001.019399
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილება აქვთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსა და სააგენტოს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“;

ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. პირის რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“;

ვ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 პუნქტები:

„151. პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში (პროგრამაში).

152. პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონულ სისტემაში განთავსების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სააგენტოსთვის ამ მუხლის 151 პუნქტით გათვალისწინებული საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას.“.

2. მე-7 მუხლის 21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყონ  ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2018 წ.

N4137-რს