დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3701-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.017775 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 202 მუხლის: ა) 81 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;“; ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი ან ის გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“. 2. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ის გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და ამ გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 12 ივნისი 2015 წ. N3701-IIს |
დოკუმენტის კომენტარები