„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 16/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.002.164
  • Word
2629
28/12/2005
სსმ, 3, 16/01/2006
010.130.000.05.001.002.164
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 16 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ გააჩნიათ რამდენიმე საცხოვრებელი – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და მიიღოს პირადობის მოწმობა.

5. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 10 დღეში, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, აცნობოს ეს ფაქტი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში –სააგენტო) შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 10 დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. პირი, რომელიც რეგისტრაციაში გატარებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია 6 თვეში ერთხელ გამოცხადდეს სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურში, სადაც არის რეგისტრირებული.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.“.

6. II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101

რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

2. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.“.

8. მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მცხოვრებ პირთა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.

2. სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას – 1 თვის ვადაში.“.

9. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა 16-დან 65 წლის ასაკის პირებზე 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საკონსულო დაწესებულების გერბიანი ბეჭედი;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;“;

ბ.გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) რეგისტრაციის თარიღი.“.

10. მე-15 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საკონსულო დაწესებულების გერბიანი ბეჭედი;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) მისამართი;

ო) რეგისტრაციის თარიღი.“.

11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) ხმარებისათვის უვარგისობისას ან დაკარგვისას.“.

12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19

1. პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.“.

13. 201 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

4. სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“.

14. 202 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასპორტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, 2 ფოტოსურათს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და შესაბამის განცხადება-ანკეტას.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

15. 203 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 204 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი. 16 წლამდე ასაკის პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი.“.

17. 205 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 206 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საბუთები ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.“.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 207 და 208 მუხლები:

     „მუხლი 207

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 წლით, თუ იგი გაცემულია 5 წლის მოქმედების ვადით და მისი მფლობელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებს: საზღვარგარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაგრძელებლად მისი მფლობელის გამოცხადება არ არის სავალდებულო.

    მუხლი 208

1. საემიგრაციო პასპორტის მოქმედების ვადას, თუ იგი გაცემულია 5 წლის ვადით, 5 წლით აგრძელებს ან ვადაგასულის ნაცვლად ახალს გასცემს: საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

2. გამოცვლილი საემიგრაციო პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

     „მუხლი 221

ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მაისიდან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2629–რს