დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4443-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.102384 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:
„მუხლი 12 1. ამ კანონით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ეს აკრძალვა არ ვრცელდება აღნიშნული დოკუმენტის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირისთვის გაცემის შემთხვევაზე, რომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ამ მუხლის ამოქმედებამდე ცვლილების შეტანით მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. აღნიშნული აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირისთვის გაცემის შემთხვევაზე, რომლის მიმართ ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.“. მუხლი 2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული საქმისწარმოება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი შესაბამისი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 17 სექტემბერი 2024 წ. N4443-XVIმს-Xმპ
|
დოკუმენტის კომენტარები