„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3390-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.017682
3390-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
010130000.05.001.017682
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 202 მუხლის:

  ა) მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

  81. ერთ-ერთი მშობლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ:

  ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

  ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

  გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

  დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

  ე) არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია;

  ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.“;

  ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების სათანადო დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

  2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2014 მუხლი:

   „მუხლი 2014

  1. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

  2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 81 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და  მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.

   3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის),  გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და ამ გარემოებების სათანადო დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3390-IIს