„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.004.117
  • Word
3355
06/07/2010
სსმ, 41, 21/07/2010
010.130.000.05.001.004.117
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეზე, მისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გასცეს პირადობის მოწმობა.“.

2. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო საქართველოში მცხოვრები პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს შესაბამისი ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-9 პუნქტები:

„4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

5. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა.

6. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ასევე ამ მუხლის მე-7–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელს;

ბ) გვარს;

გ) დაბადების წელს, რიცხვს, თვეს;

დ) დაბადების ადგილს;

ე) პირად ნომერს;

ვ) ფოტოსურათს;   

ზ) პირად ხელმოწერას;

თ) მისამართს;   

ი) რეგისტრაციის თარიღს; 

კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;

მ) მოწმობის მოქმედების ვადას;

ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს;

ო) ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს.

8. ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მონაცემების გარდა, ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მოწმობის მფლობელის მოქალაქეობაზე.

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.“.

4. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“.

5. 201 მუხლის:

ა) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს სააგენტო გასცემს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს შესაბამისი ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.

5. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებს გასცემს სააგენტო უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გასცემს მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ სააგენტოსგან მიღებული, ამ კანონით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

52. ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოსა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებას შორის მონაცემების გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

6. 207 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2011 მუხლი:

     „მუხლი 2011

1. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 აპრილის №652 ბრძანების №2 დანართის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტი ძალას ინარჩუნებს, თუ:

ა) მისი მფლობელი იმყოფება საზღვარგარეთ – მფლობელის საქართველოში დაბრუნებამდე ან მის მიერ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის აღებამდე;

ბ) პასპორტში საზღვარგარეთის მოქმედი ვიზაა – ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული პასპორტით მის მფლობელს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3355–რს