საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.000.153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
323
27/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
010.130.000.05.001.000.153
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/11/2007 - 21/03/2008)

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

თავი II

რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოხსნა

    მუხლი 2

1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.

2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელად ამ კანონის თანახმად ჩაითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.

5. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისათვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.

საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 3

1. 16 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ გააჩნიათ რამდენიმე საცხოვრებელი – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

2. პირის საცხოვრებელ ადგილად ამ კანონის თანახმად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.

3. 16 წლამდე ასაკის პირები, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარება დასაშვებია მხოლოდ ზემოთ ხსენებულ პირთა წერილობითი თანხმობით.

4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და მიიღოს პირადობის მოწმობა.

5. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 4

1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 10 დღეში, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, აცნობოს ეს ფაქტი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში –სააგენტო) შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 10 დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში.

2. რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან სამ დღეში აცნობოს ამის შესახებ ორგანოს, სადაც პირი იყო რეგისტრირებული. მან უნდა მოხსნას პირი რეგისტრაციიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში.

3. წინასწარი პატიმრობის, სასჯელის მოხდის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას პირი ვალდებული არ არის გაიაროს რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში შესაბამისი ორგანო ვალდებულია პირის ადგილსამყოფელი აცნობოს ორგანოს, სადაც პირი არის რეგისტრირებული.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 5

1. რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას შესაბამისად საკუთრების ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი, ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და განცხადების წარდგენის თარიღი.

2. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. პირი, რომელიც რეგისტრაციაში გატარებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია 6 თვეში ერთხელ გამოცხადდეს სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურში, სადაც არის რეგისტრირებული.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 6

დაუშვებელია იმ პირისათვის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა, რომელიც წარადგენს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 7.

1. საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.

2. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 8

რეგისტრაციისას ყოველ პირზე ივსება სარეგისტრაციო ბარათი, რომელშიც აღინიშნება პირის სახელი, გვარი, სქესი, მისამართი (თუ პირი მიუთითებს მისამართს), დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, მოქალაქეობა და წინა საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი და შევსების თარიღი.

    მუხლი 9

რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 10 დღის განმავლობაში აცნობოს ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციაში გატარების თარიღი და ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის განმავლობაში  რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

    მუხლი 10

გარდაცვლილი ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

    უხლი 101

რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

თავი III

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი

    მუხლი 11

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) ბინადრობის მოწმობა.

    მუხლი 12

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

2. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 13

1. საქართველოში მცხოვრებ პირთა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.

2. სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას – 1 თვის ვადაში.

4. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შეჩერდება წარმოდგენილ დოკუმენტებში ყალბი ან არაზუსტი მონაცემების აღმოჩენისას.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 14

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა 16-დან 65 წლის ასაკის პირებზე 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ.

3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;   

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საკონსულო დაწესებულების გერბიანი ბეჭედი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

კ) რელიეფური ბეჭედი;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;

მ) მოწმობის მოქმედების ვადა;

ნ)მისამართი;

ო) რეგისტრაციის თარიღი.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 15

ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საკონსულო დაწესებულების გერბიანი ბეჭედი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

კ) რელიეფური ბეჭედი;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;

მ) მოქალაქეობა;

ნ) მისამართი;

ო) რეგისტრაციის თარიღი.

მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 16

პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობა, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, – აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 17

ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისად უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი საბუთი, ფოტოსურათი და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 18

პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) ხმარებისათვის უვარგისობისას ან დაკარგვისას.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 19

1. პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 20

1. აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე მოწმობის დატოვება გირაოდ.

2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის, აგრეთვე უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის წესი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

თავი III1

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესი

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

    მუხლი 201

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

4. სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

   

მუხლი 202

1. პასპორტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, 2 ფოტოსურათს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და შესაბამის განცხადება-ანკეტას, ხოლო სხვა სახელმწიფოში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პასპორტის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა 2 ფოტოსურათი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შესაბამისი განცხადება-ანკეტა.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.

3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა.

4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.

5. (ამოღებულია).

6. პასპორტის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეიტანება პასპორტში.

7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს.

8. არასრულწლოვნებზე პასპორტი გაიცემა მათი კანონიერი წარმომადგენლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.

9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის კანონი №5487-სსმI, №42, 06.12.2007წ., მუხ.387

    მუხლი 203

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტში შეიტანება:

ა) პასპორტის მფლობელის სახელი;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარი;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი;

ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესი;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი;

ი) პასპორტის გაცემის თარიღი;

კ) პასპორტის მოქმედების ვადა;

ლ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;

ნ) ბეჭედი;

ო) ქვეყნის კოდი;

პ) პასპორტის ნომერი;

ჟ) პასპორტის ტიპი;

რ) (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 204

1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი. 16 წლამდე ასაკის პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი.

2. (ამოღებულია)

3. (ამოღებულია)

4. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 205

1. პასპორტის შეცვლა ხდება საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვ).

3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

4. (ამოღებულია).

5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.

6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 206

1. პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საბუთები ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

3. პასპორტს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით არ არის გაფორმებული, ძალა არ გააჩნია.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    უხლი 207

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 წლით, თუ იგი გაცემულია 5 წლის მოქმედების ვადით და მისი მფლობელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებს: საზღვარგარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაგრძელებლად მისი მფლობელის გამოცხადება არ არის სავალდებულო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 208

1. საემიგრაციო პასპორტის მოქმედების ვადას, თუ იგი გაცემულია 5 წლის ვადით, 5 წლით აგრძელებს ან ვადაგასულის ნაცვლად ახალს გასცემს: საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

2. გამოცვლილი საემიგრაციო პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 21(ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1772-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.263

    მუხლი 22

1. ამ კანონების მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რეგისტრაციის არქონისათვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც აცნობებს რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 221

ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 27 ივნისი.

№323-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112

2.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

3.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

4.საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108

5.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1772-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.263

6.საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

7.საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის კანონი №5487-სსმI, №42, 06.12.2007წ., მუხ.387

56. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4443-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 07/03/2024 - საქართველოს კანონი - 4083-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/03/2024 54. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4024-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 53. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3529-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 52. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 421-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 51. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6997-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 50. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6055-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 49. 04/06/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1404 - ვებგვერდი, 08/06/2020 48. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5926-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 26/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/12/1404 - ვებგვერდი, 03/01/2020 46. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4318-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 45. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4137-რს - ვებგვერდი, 10/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3101-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 43. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2637-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2473-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1264-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 40. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 957-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 39. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 778-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 38. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 648-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 37. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 505-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 36. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 51-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5448-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 34. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5378-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 33. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4845-IIს - ვებგვერდი, 22/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3938-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3701-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 30. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3390-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 29. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2560-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 28. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2480-IIს - ვებგვერდი, 29/05/2014 27. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2051-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 26. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1265-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 23. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5852-Iს - ვებგვერდი, 29/03/2012 22. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5664-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 21. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5563 - ვებგვერდი, 111228059, 28/12/2011 20. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 19. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4986-რს - ვებგვერდი, 110715023, 15/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4937-რს - ვებგვერდი, 110714015, 14/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4049-რს - სსმ, 76, 29/12/2010 16. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3716-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 15. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3653-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 14. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 13. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3355 - სსმ, 41, 21/07/2010 12. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2213 - სსმ, 42, 10/12/2009 11. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1926 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1391 - სსმ, 21, 03/08/2009 9. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 806 - სსმ, 40, 29/12/2008 8. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5973 - სსმ, 9, 04/04/2008 7. 22/11/2007 - საქართველოს კანონი - 5487 - სსმ, 42, 06/12/2007 6. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2629 - სსმ, 3, 16/01/2006 5. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1772 - სსმ, 39, 16/07/2005 4. 06/04/2005 - საქართველოს კანონი - 1231 - სსმ, 18, 27/04/2005 3. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 181 - სსმ, 19, 15/07/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1569 - სსმ, 21, 12/07/2002 1. 27/10/2000 - საქართველოს კანონი - 579 - სსმ, 39, 10/11/2000