დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1265-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.017100 |
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) 202 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრის და მისი გაცემის წესის განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულება „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1265-Iს |
დოკუმენტის კომენტარები