„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 868-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.102805
868-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
010130000.05.001.102805
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი. დამატებითი დაცვის მქონე პირზე ან დროებითი დაცვის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისად დამატებითი დაცვის მქონე პირის ან დროებითი დაცვის მქონე პირის სტატუსის მოქმედების ვადით.“.

2. IIIთავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

3. 20მუხლის:

ა) 1პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი), ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო პასპორტის დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი.“;

ბ) 21−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

22. სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი წარმოშობის ქვეყნისა) გასასვლელად.

23. სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“.

4. 20მუხლის:

ა) 7და 73 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან დამატებითი დაცვის მქონე პირი სამგზავრო პასპორტის მისაღებად, აგრეთვე ლტოლვილი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას წარადგენს.

73. სამსახურებრივი პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად შესაბამის პირს, ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად − დამატებითი დაცვის მქონე პირს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება.“;

ბ) 8პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად  ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანის დევნის ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება, მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

5. 20მუხლის:

ა) 1პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო დამატებითი დაცვის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ვერ მოხერხდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის (მათ შორის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის) და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, ეს დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ინახება 1 წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი (მათ შორის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი) და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

6. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად  ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური რისკის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, მისი ინდივიდუალური შეფასება არ განხორციელებულა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N868-IIმს-XIმპ