„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2480-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.017451
2480-IIს
29/05/2014
ვებგვერდი, 29/05/2014
010130000.05.001.017451
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომ − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება) რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

  10. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“.

   2. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.

   2. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“.

   3. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 101

  რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

  4. მე-13 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

  „1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“;

  ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

  გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის მოწმობას, აგრეთვე ბინადრობის მოწმობას (გარდა დროებითი ბინადრობის მოწმობისა) გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.“.

  5. მე-14 მუხლის:

  ა) მე-3 პუნქტის:

  ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი;“;

  ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;“;

  ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

  გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „41. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ  გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ  აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის.“;

  დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“; 

  ე) მე-7 პუნქტის:

  ე.ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

  „დ1) მოქალაქეობას;

  დ2) სქესს;“;

  ე.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ  გასაღებს და  ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს;“;

  ვ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

  ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში.“;

  თ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10პუნქტი:

  „101. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განცხადება მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე. ასეთი განცხადების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელიც სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული.“.

  6. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

  7. 201 მუხლის 31−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „31. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

  4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასპორტის ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.

  5. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო მფლობელისთვის მის გადაცემას −  სააგენტო ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.

  8. 202 მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.“;

  ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „71. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.“;

  გ) 74 და 7პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „74. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება) უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  75. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით.“;

  დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.“;

  ე) 81 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია;“;

  ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

  9. 203 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.“.

  10. 204 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.“.

  11. 204 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი.  ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.“.

 

  მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების ამოქმედებამდე გაცემული პასპორტები ინარჩუნებს ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

 

 

  მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

  3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2014 წ.

N2480-IIს