„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.003.385
  • Word
806
19/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
010.130.000.05.001.003.385
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ� საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი, ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და განცხადების წარდგენის თარიღი. რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.�.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� მუხლი 6

პირისათვის, რომელიც წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, დაუშვებელია რეგისტრაციაზე უარის თქმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. რეგისტრაციის გავლისას აგრეთვე დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი დოკუმენტის მოთხოვნა.�.

3. 203 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2�მე-4 პუნქტები:

�2. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი).

3. ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი (ჩიპი), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას, თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს. ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. მონაცემთა მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალობა.�.

4. 208 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2010 მუხლი:

��� მუხლი 2010

სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.�.

��� მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის ����������1 თებერვლიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის ��������������������������1 დეკემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№806�IIს