„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4049-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.016159
  • Word
4049-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
010130000.05.001.016159
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 14 წლის ასაკს მიღწეული პირის რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 16 წლამდე პირი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაციისათვის საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის. მათი დამოუკიდებლად გატარება რეგისტრაციაში დასაშვებია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით. აღნიშნული თანხმობა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ხოლო საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას – სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა შეიძლება გასცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტის გარეშე.“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება-ანკეტა, დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობასაგრეთვესაქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის საჭირო საბუთი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებული იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

5. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:       

„2.1 სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული მომსახურების მისაღებად მესამე პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

6. 201 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პასპორტის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას არ გამოიყენება ამ კანონის 202 მუხლის 78 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი).“.

7. 202 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს, თუ მას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.“;

ბ) 77 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 78 პუნქტი:

„78. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“;

გ) მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

81. ერთ-ერთი მშობლის ან მისი აღმავალი შტოს ნათესავის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ:

) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია;

) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4049-რს