„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3529-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.021049
3529-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
010130000.05.001.021049
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ხნით შეცვლისას იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს მისი ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3529-XIIIმს-Xმპ