დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იარაღის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2264 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 03/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.001.275 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (25/11/2005 - 24/05/2006)
საქართველოს კანონი
იარაღის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
��� მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი � მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი � იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის;
გ) ცივი იარაღი � იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის;
დ) ცივი სასროლი იარაღი � იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
ე) გაზის იარაღი � იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;
ვ) საფანტის იარაღი � იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას;
ზ) ელექტროშოკური იარაღი � მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;
თ) პნევმატური იარაღი � იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
ი) საკოლექციო იარაღი � იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება;
კ) საბრძოლო მასალა � მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის;
ლ) ჯილდოდ მიღებული იარაღი � იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის;
მ) იარაღის ბრუნვა � იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;
ნ) იარაღის დამამზადებელი � პირი, რომელსაც აქვს იარაღის დამზადების ლიცენზია;
ო) იარაღის მესაკუთრე � პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
პ) იარაღით მოსარგებლე � პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.
��� მუხლი 3. იარაღის სახეები
1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სამოქალაქო იარაღი;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.
3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს.
თავი II
სამოქალაქო იარაღი
��� მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის;
ბ) სასპორტო;
გ) სანადირო;
დ) საკოლექციო.
��� მუხლი 5. თავდაცვის იარაღი
1. თავდაცვისაა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, საფანტისა და სხვა ისეთი იარაღი, რომლით სარგებლობისას გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი ტრავმული დაზიანების ვაზნები);
ბ) გაზის იარაღი � პისტოლეტი, რევოლვერი ან აეროზოლური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
გ) ელექტროშოკური იარაღი � მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს.
��� მუხლი 6. სასპორტო იარაღი
1. სასპორტოა იარაღი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებს და განკუთვნილია სპორტსმენების მიერ საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულებისათვის და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.
2. სასპორტო იარაღის სახეებია:
ა) სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სასპორტო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სასპორტო პნევმატური იარაღი.
��� მუხლი 7. სანადირო იარაღი
1. სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სანადირო პნევმატური იარაღი.
��� მუხლი 8. საკოლექციო იარაღი
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს კულტურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
თავი III
სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
��� მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
გ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ი) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
კ) მოსამართლეებს;
კ1) სასამართლოს მანდატურებს;
ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს � სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს, � სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) (ამოღებულია );
ო) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს, � სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
პ) (ამოღებულია);
ჟ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;
რ) �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;
ს) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
ტ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის �რ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არა აქვთ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა) ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წარდგინებით.
საქართველო ს 2005 წლის 23 ივნისის კანონი № 1745 - სსმ I , № 36 11.07.2005 წ., მუხ. 231
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353
��� მუხლი 10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება
1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი ამ კანონით განსაზღვრული წესით იძენს მისი შენახვის უფლებას.
თავი IV
სამხედრო-საბრძოლო იარაღი
��� მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი
1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.
2. ამ კანონის მიზნებისათვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღად ჩაითვლება ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამხედრო მიზნებისათვის, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული, ქიმიური და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის საშუალებების შექმნისას. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
4. აკრძალულია დისლოკაციის ადგილების გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.
5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველო ს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი № 3389 - სსმ I , № 5 04.03.2004 წ., მუხ. 14
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №814 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.193
თავი V
იარაღის ბრუნვა
��� მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
��� მუხლი 13. იარაღის სახელმწიფო კადასტრი
1. იარაღის სახელმწიფო კადასტრი არის სხვადასხვა სახის იმ იარაღის სისტემატიზებული ოფიციალური ჩამონათვალი კონსტრუქციის, სისტემის, მოდელის, ძირითადი ტექნიკური მონაცემების მიხედვით, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში.
2. იარაღის სახელმწიფო კადასტრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სახეებთან იარაღის შესაბამისობაზე, მისი დამზადების, რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესებზე კონტროლის განხორციელებისათვის.
3. იარაღის სახელმწიფო კადასტრს აწარმოებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
4. იარაღის სახელმწიფო კადასტრის შედგენის, წარმოებისა და კადასტრიდან იარაღის ამორიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
��� მუხლი 14. იარაღის სერტიფიცირება
1. ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას.
2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
��� მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები წარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.
2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.
3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
��� მუხლი 16. იარაღის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი
იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებასა და შეკეთებაზე ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის � ყველა დამფუძნებლის, ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში;
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
��� მუხლი 17. იარაღით ვაჭრობა
1. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.
2. პირები, რომლებიც ახორციელებენ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ვალდებულნი არიან:
ა) იქონიონ სარეალიზაციო საქონლის სერტიფიკატი;
ბ) უზრუნველყონ შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
გ) მოახდინონ საქონლის რეალიზაცია მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც აქვთ იარაღის შეძენის ნებართვა;
დ) მოახდინონ მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელსაც აქვს ნომერი და სახელმწიფო სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) უზრუნველყონ იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება და რეალიზებული იარაღიდან ნასროლი მასრებისა და ტყვიების ნიმუშების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებისათვის;
ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული საქონლის, ასევე მყიდველების შესახებ;
ზ) სათანადოდ დაიცვან ის ადგილები, სადაც ინახება იარაღი და საბრძოლო მასალა.
��� მუხლი 18. იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზიის გაცემის საფუძველი
იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობაზე ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის � ყველა დამფუძნებლის, ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
��� მუხლი 19. იარაღის შეძენა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;
დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;
ე) საქართველოს მოქალაქეებს;
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.
2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და სანადირო იარაღისა (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის �ა���ი� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.
4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან 10 დღის ვადაში.
��� მუხლი 20. იარაღის შენახვა
1. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გადაადგილების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238
��� მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.
��� მუხლი 22. იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი
1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს �სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ� საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);
ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;
დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;
ე) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატი, თუ ნებართვის მაძიებელი არ არის მომხმარებელი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს.
3. სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზის, საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.
4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.
5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
საქართველო ს 2004 წლის 30 ივნის ის კანონი №284 - სსმ I , №20 16 .0 7 .2004 წ., მუხ. 1 10
საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2091 - სსმ I, №48 29.11.2005 წ., მუხ.324
��� მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.
��� მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
��� მუხლი 25. იარაღის გამოყენება
1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
��� მუხლი 26. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სასპორტო იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.
��� მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;
დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;
გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;
ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა განზრახ ჩადენილი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის;
ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს 18 წელი არ შესრულებია.
��� მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.
2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.
��� მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი
სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს � ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.
თავი VI
იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
��� მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.
2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;
ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;
გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;
დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
��� მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.
2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;
გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;
ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.
��� მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;
ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
თავი VII
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
��� მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
��� მუხლი 34. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
��� მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შემდეგი ბრძანებულებები:
ა) �იარაღის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის შესახებ�;
ბ) �იარაღის სერტიფიცირების წესის შესახებ�;
გ) �იარაღის ჩამორთმევის წესის შესახებ�;
დ) �უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ�;
ე) �სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის შესახებ�;
ვ) �საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ�;
ზ) �იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება�;
თ) �იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა�.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:
ა) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება �იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ�;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება �ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ�;
გ) საქართველოს კულტურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანება �საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ�.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი �იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა�.
��� მუხლი 351. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო მოსაკრებელი
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
საქართველო ს 2004 წლის 30 ივნის ის კანონი №284 - სსმ I , №20 16 .0 7 .2004 წ., მუხ. 1 10
თავი IX
დასკვნითი დებულებანი
��� მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი �ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ�.
��� მუხლი 37. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
№2264-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3389 - სსმ I, №5 04.03.2004 წ., მუხ.14
2. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №284 - სსმ I, №20 16.07.2004 წ., მუხ.110
3. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №814 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.193
4. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1745 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.231
5. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238
6. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290
7. საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2091 - სსმ I, №48 29.11.2005 წ., მუხ.324
8. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353
დოკუმენტის კომენტარები