დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1026-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.102838 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე;“. 2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის პრივატიზებისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს. |
თბილისი, 11 ნოემბერი 2025 წ. N1026-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები