„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 711-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 28/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.020358
711-Vრს-Xმპ
12/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
140120000.05.001.020358
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;“;

ბ) „მ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ2“ ქვეპუნქტი:

„მ2) ფუჭი ვაზნა − მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მხოლოდ მასრისგან, ფეთქებადი ნივთიერებისგან, საცობისგან, კაფსულისგან და განკუთვნილია ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი − იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია ან/და გადაკეთებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებასა და სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ხმოვანი (აკუსტიკური).“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.“.

4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი

1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება.

2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.

3. დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნის გარდა, სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.      

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივლისი 2021 წ.

N711-Vრს-Xმპ