„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 09/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.002.260
  • Word
3144
24/05/2006
სსმ, 20, 09/06/2005
140.120.000.05.001.002.260
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომში – მოძალადე) დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) ტარება.“.

2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“.

3. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი – ამ ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3144-Iს