„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3100-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.020891
3100-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
140120000.05.001.020891
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – მოკლე ან გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, გლუვლულიანი (თოფი), ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი) გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“−„დ4“ ქვეპუნქტები:

„დ1) მოკლე იარაღი:

1.ა) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური პისტოლეტი;

1.ბ) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური რევოლვერი;

1.გ) იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადებული ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება;

2) გრძელი იარაღი – ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომელიც ამ მუხლის „დ1.ა“ და „დ1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოკლე იარაღს არ განეკუთვნება და რომლის საერთო სიგრძე იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადების შედეგად 55 სმ-ს აღემატება;

3) იარაღის საერთო სიგრძე – იარაღის სიგრძე ლულაზე დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორის, ალსაქრობის ან/და ლულაზე დასამაგრებელი სხვა მოწყობილობის გარეშე და:

3.ა) კონდახის ჩათვლით, თუ კონდახი არის მყარი (სტაციონარული, რომლის მოხსნა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე შეუძლებელია);

3.ბ) კონდახის გარეშე, თუ კონდახი არის დასაკეცი ან მოსახსნელი, რომლის მოხსნაც შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე;

3.გ) შეკეცილი კონდახით, თუ კონდახი ტელესკოპურია;

4) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი;

ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს არ იწვევს;

თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული ტიხრის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;“;

ვ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) სანადირო პნევმატური იარაღი – გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისთვის;

2) სპორტული პნევმატური იარაღი – მოკლე ან გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად;“;

ზ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი − იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია (მათ შორის, გადაკეთებულია) მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში;“;

ი) „რ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ2“ ქვეპუნქტი:

„რ2) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი − ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იმუხტება ლულაში დენთის, ტიზისა და ჭურვის ლულის წინა კვეთიდან განცალკევებულად მოთავსებით და რომელშიც დენთი ალდება კაჟის ქვის, ფითილის ან კაფსულის და ლითონის ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლით;“;

კ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი გადაეცა დროებითი სარგებლობისთვის დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ან სპორტულ სროლაში სავარჯიშოდ, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით;“;

ლ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები

1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად იყენებს.

2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:

ა) თავდაცვის იარაღი;

ბ) სპორტული იარაღი;

გ) სანადირო იარაღი;

დ) საკოლექციო იარაღი;

ე) სასიგნალო იარაღი;

ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;

ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.“.

3. 41 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5−მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. თავდაცვის იარაღი

თავდაცვის იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:

ა) მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა);

ბ) გაზის (აირის) იარაღი;

გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;

დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.

 

მუხლი 6. სპორტული იარაღი

1. სპორტული იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:

ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:

ა.ა) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;

ა.ბ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სპორტული პნევმატური იარაღი:

გ.ა) სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი;

გ.ბ) სპორტული გრძელი პნევმატური იარაღი.

2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

მუხლი 7. სანადირო იარაღი

სანადირო იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი იარაღი;

ე) სანადირო ცივი სასროლი იარაღი;

ვ) სანადირო პნევმატური იარაღი.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად, საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად.

2. აკრძალულია სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება (გარდა დისლოკაციის ადგილებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შეიძლება განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელმა.

4. სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება;

ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი;

ზ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით;

თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს:

ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს;

ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის;

გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება;

დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება;

ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.“.

8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება

1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება.

2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:

ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იარაღზე;

ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღსა და გაზის (აირის) იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა);

გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ, გაზის (აირის) და პნევმატურ იარაღებზე;

დ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე;

ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.

4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

6. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

9. 141 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს;“;

ა.ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;“;

ა.გ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესს.“.

10. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის შეკეთება ან/და დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. ვაზნის გადამუხტვა

1. დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა. ვაზნის გადამუხტვისას ვაზნა იწყობა მისი ქარხნული წესით დამზადებული კომპონენტების ან გასროლილი მასრის გამოყენებით. დასაშვებია მხოლოდ იმ ვაზნის გადამუხტვა, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის.

2. სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა დასაშვებია ქარხნული წესით დამზადებული, სტანდარტული ნიმუშის ვაზნის პარამეტრების გათვალისწინებით, მასრის ზომების ან/და ტყვიის კალიბრის შეცვლის გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას.

4. პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლება აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას.

5. ფიზიკური პირი, რომელსაც სურს პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვა, ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ეს პირი ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

6. ამ მუხლით დადგენილი წესით ვაზნის გადამუხტვისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები.

7. ფიზიკურ პირს ეკრძალება პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტული ვაზნის გასაღება ან/და სხვა პირისთვის გადაცემა.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის (თოფისთვის) განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვისა) დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

12. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს – იმ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა, რომლებიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად, და მათი ძირითადი ელემენტებისა;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას (შემდგომ − ფედერაცია) ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) (შემდგომ − სპორტული ორგანიზაცია) − სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ბ.ა) „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს − თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღიდან გასროლისთვის;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ფიზიკურ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა/ინდივიდუალურმა მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა იარაღი, − თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისთვის, მაგრამ არაუმეტეს იარაღით სარგებლობისთვის განსაზღვრული პერიოდისა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის საფუძველზე.“;

დ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტების შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.“;

ე) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33−35 პუნქტები:

„33. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტების შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.

34. ამ მუხლის 31­−33 პუნქტებით განსაზღვრული იარაღების რეგისტრაციას ახორციელებს და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას გასცემსსაჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

35. ამ მუხლის 31−33 პუნქტებით განსაზღვრული იარაღების რეგისტრაციის განხორციელების წესი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

ვ) მე-4 პუნქტის:

ვ.ა) „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) თავდაცვის ცეცხლსასროლ იარაღზე;

ა.ბ) სპორტულ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღზე;“;

ვ.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) სპორტულ გრძელ ცეცხლსასროლ იარაღზე;“;

ვ.გ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.დ) „ბ.ე“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება;

ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;

გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემულ იარაღზე;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, აგრეთვე ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;

ზ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.“;

თ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობის, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, პნევმატური იარაღის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.“;

ი) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გასაცემად ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისთვის წარმოდგენა.“;

კ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. ამ კანონის 31-ე მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს/დანაყოფს.

14. იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა.“.

13. მე-20 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:

„12. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილებისა და გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესებსა და სროლის პოზიციებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

13. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის ხელმძღვანელი. ამ წესების დაუდგენლობა ან დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვის პირობები.“.

14. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;“;

ა.ბ) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, აღნიშნული იარაღი უნდა იყოს:

ა) განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში);

ბ) არასრულად დაშლილი ან სპეციალური უსაფრთხოების საკეტით, რათა მისი მოხსნის გარეშე გამორიცხული იყოს იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა;

გ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა;

დ) დაცული გარეშე პირის ხელმისაწვდომობისგან.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−3პუნქტები:

„31. თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან სასროლო-სანადირო სტენდში და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის დაცვით.

32. სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ ან სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ რომელიმე აღნიშნული იარაღის ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესის დაცვით.

33. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვს შესაბამის მინდობილ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესი ან პნევმატური იარაღის გადატანის წესი.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:

„მუხლი 212. კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი

1. დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. ამ იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.

2. დასაშვებია კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოყენების, აგრეთვე ექსპონირების მიზნით. აღნიშნული იარაღის ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნითა და სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

16. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა, პნევმატური იარაღი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა) და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.“.

17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან სპორტული ორგანიზაციის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან დროებით გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“.

18. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.

5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელიც ორგანიზებას უწევს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ატრაქციონებისა.“.

19. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“.

20. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას ან გასხვისებისას;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის;“;

ა.გ) „დ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „დ4“ და „დ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის;

5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს წესი არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე;“;

ა.ე) „დ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ7“ და „დ8“ ქვეპუნქტები:

„დ7) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა;

8) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია შეეფარდა (ამ შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია));“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „დ“­−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;

ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ბრალდებულია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე−139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 149-ე−1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა) ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე;

ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის;“;

ბ.დ) „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;“;

ბ.ე) „ზ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ ქვეპუნქტი:

„ზ3) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა არ წარადგინა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა;“;

გ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ6“−„დ8“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების შესახებ, ეს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის ავტომატურად გაუქმების საფუძველია.

32. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

21. 271 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოცდა თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან წარადგინონ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საგამოცდო ბილეთები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

22. 28-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-6 პუნქტები:

„3. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მსჯავრდებულს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის.

5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ახორციელებს იარაღის ჩამორთმევას.

6. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ფოსტის მეშვეობით 2-ჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გამოქვეყნების წესი. საჯარო გამოქვეყნების წესი და შესაბამისი პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

23. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი

1. სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

2. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით პოლიციელს უფლება აქვს, რეგისტრირებული იარაღი შეამოწმოს შენახვის ადგილზე იარაღის მესაკუთრის თანხმობით, არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ.

3. თუ იარაღის მესაკუთრე უარს აცხადებს იარაღის შენახვის ადგილზე პოლიციელის დაშვებაზე, პოლიციელი ამის შესახებ ოქმს ადგენს. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და იარაღის მესაკუთრე. იარაღის მესაკუთრის მიერ ამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია იარაღის მესაკუთრეს მოსთხოვოს მის სახელზე რეგისტრირებული იარაღების პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენა. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია პოლიციელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებული იარაღები პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარადგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

5. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმების ან იარაღის პოლიციის დანაყოფში წარდგენის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

24. 31-ე მუხლის:

ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, აქვს უფლება, მის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა;“;

ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;“;

ბ.დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

ლ) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი.“.

25. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

ე) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი.“.

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

„მუხლი 321. იარაღით დროებით მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და განახორციელოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით.

2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით;

ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები;

გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.“.

27. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ „იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის ფლობისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთობლივი ბრძანების გამოცემა.“.

28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი:

„მუხლი 352. შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია

1. პირი ვალდებულია მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით 2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით 2024 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე, რომლის ტარების უფლებაც აქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

2. თუ იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილი იარაღი მოკლე იარაღია, იგი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა.

5. ამ მუხლის შესაბამისად იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდევინების წესი დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.

7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი რეგისტრაციაში გაატაროს 2024 წლის 1 თებერვლამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

9. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა.“.

 

მუხლი 2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ბრძანების გამოცემა.

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3100-XIმს-Xმპ