დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 764-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.018442 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომ – მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N764-IIს |
დოკუმენტის კომენტარები