დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იარაღის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2264 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 03/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.001.275 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/06/2019 - 19/02/2020)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
საქართველო ს 2006 წლის 23 ივნისის კანონი № 3378 - სსმ I , № 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ნადირობისათვის განკუთვნილი ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი) ცეცხლსასროლი იარაღი;
ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული მოკლე გლუვლულიანი ან მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;
ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს;
თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;
ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
კ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის, საფანტის იარაღი);
ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
მ1) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები – მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა;
ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;
პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;
რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად;
ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის;
ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება;
უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად;
ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები;
ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.
საქართველო ს 2006 წლის 23 ივნისის კანონი № 3378 - სსმ I , № 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66 , 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სამოქალაქო იარაღი;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.
3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.9
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6162 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის;
ბ) სპორტული;
გ) სანადირო;
დ) საკოლექციო;
ე) სასიგნალო.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
მუხლი 41. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეები
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ბ.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
გ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
დ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
ე) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი).
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) გაზის (აირის) იარაღი;
გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს;
ბ 2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილ პირებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;
დ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ საქართველოს პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;
კ1) (ამოღებულ ია – 25.03.2013, №487);
კ2) (ამოღებულია - 22.12.2018, №4076);
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს;
პ) (ამოღებულია - 31.10.2018, №3591);
პ 1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფლებამოსილ მოსამსახურეს;
ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები;
რ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1703).
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი წარდგინებით. ამ ნუსხაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1745 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.231
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155
საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3454 - სსმ I, №29 26.07.2006 წ., მუხ.231
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №539 - სსმ I, №34 04.12.2008 წ., მუხ.218
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2112 - სსმ I, №40 07.12.2009 წ., მუხ.295
საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3055 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ.175
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4401 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 87 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.
3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომ – მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №764 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი
1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.
2. (ამოღებულია - 29.11.2013, №1685).
3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
4. აკრძალულია დისლოკაციის ადგილების გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.
5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას.
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3389 - სსმ I, №5 04.03.2004 წ., მუხ.14
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №814 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.193
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.206
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4270 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.429
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
ბ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
გ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
დ) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ე) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ვ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;
თ) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
ი) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
კ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
1. იარაღის რეესტრი არის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, იარაღის მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
2. იარაღის რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
3. (ამოღებულია - 12.06.2015, №3702).
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:
ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იარაღზე;
ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);
გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე;
გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე - 19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან.
3 1 . იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი თავისუფლდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან.
4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
მუხლი 141 . იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები
1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით:
ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს;
ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ.ე) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის წესს;
ბ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ტარების წესს.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.
3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
1. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
2. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
ბ) იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე;
გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღის და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;
ზ) უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება;
თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს:
ა) სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაციისას;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.206
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ ., მუხ .206
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2806 - სსმ I, №20 19.04.2010 წ., მუხ.111
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6162 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი № 2471 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.
მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს:
ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს;
გ 1) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) ტირის, სასროლეთი ს, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვ ის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.
1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ, შეიძინონ მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის ;
გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებ ს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის;
დ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა .
3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შენახვის ან/და ტარების უფლებით გაცემული ნებართვის საფუძველზე.
3 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.
32 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს:
ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას:
ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას:
ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე;
ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.გ) სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება;
ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღით მოსარგებლეების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსი;
გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე ;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით (გარდა მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
6. იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
9. მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.
10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლელულიანი ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა იმავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრულ პირებზე.
12. ამ კანონის 31-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისათვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე; ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით და ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იარაღისა და შესაბამისი საბრძოლო მასალისა) ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8
საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4401 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5006 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 87 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს:
ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის 50 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;
ა 1 ) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული წესით მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არა უმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
გ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ვ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.
3. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევაში, იარაღის გადატანისას იგი უნდა იყოს:
ა) განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული;
ბ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
1. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის ნებართვა, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ;
დ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.
4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს.
5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №284 - სსმ I, №20 16.07.2004 წ., მუხ.110
საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2091 - სსმ I, №48 29.11.2005 წ., მუხ.324
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4911 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.206
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66 03.12.2010 წ., მუხ.414
მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
3. სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე მისი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია შემოტანიდან ა რა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
5. ტირის , სასროლეთი ს, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. საქართველოში იარაღის შეძენის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
1 1. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ნადირობის მიზნით საქართველოში შემოიტანოს და საქართველოდან გაიტანოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღების გარეშე.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;
გ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას;
დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;
დ 1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ2) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს გაუჩნდა ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას, და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ3) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი გახდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი;
დ6) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;
გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;
ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 და 137-ე−139-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144 3, 147-ე, 149-ე−151 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1, 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1, 379-ე, 381 1, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, დაკავშირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთან (გარდა სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა) დაკავშირებით ლიცენზიების (ნებართვების) გაცემაზე;
ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
ვ 1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;
ვ2) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ვ3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ზ 1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი;
ზ 2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;
ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
21 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
22 . ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას;
ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;
გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.
2 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2“ და „ვ 3“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან, შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.
26. თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები.
3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
1. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს გამოცდას ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. გამოცდის სახეებია:
ა) გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
3. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მოქმედების პერიოდი 1 წელია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, წარადგინონ მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ე) მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი
სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.
იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.
2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;
ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;
გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;
დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.
გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
1 1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ფიზიკური პირებისათვის ცეცხლსასროლი იარაღის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;
გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;
ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს შეძენის ნებართვის გაცემის მოთხოვნისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;
ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 34. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები
1. (ამოღებულია - 27.09.2013, №1360).
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენისა და აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ“;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ“.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა“.
4. 2014 წლის 1 მარტამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:
ა.ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი;
ა.ბ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება;
ა.გ) საექსპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის წესი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს:
ბ.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი;
5. 2015 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №284 - სსმ I, №20 16.07.2004 წ., მუხ.110
მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“.
მუხლი 37. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
№2264-IIს
დოკუმენტის კომენტარები