„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.003.260
  • Word
227
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
140.120.000.05.001.003.260
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.“.

2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№227–რს