„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4401-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317031, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.016212
  • Word
4401-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317031, 17/03/2011
140120000.05.001.016212
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;;

ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;.

2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით..

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4401–I