„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1703-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.018651
1703-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
140120000.05.001.018651
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1703-რს