დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4244-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.019363 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140120000.05.001.019081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.“. 3. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4244-რს |
დოკუმენტის კომენტარები