დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1143-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.102889 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-9 პუნქტები: „6. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას შესაბამისი მოწმობის გაცემით ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანით ადასტურებს, ვალდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). ამ პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. 7. თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას ადასტურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შესაბამისი ნებართვის გაცემით, იგი ვალდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. 8. თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას ადასტურებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება სათანადო მოწმობის გაცემით ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანით, ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული მონაცემების შესახებ შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი, დგინდება ამ სახელმწიფო დაწესებულების სამართლებრივი აქტით. 9. თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას ადასტურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შესაბამისი ნებართვის გაცემით, ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული მონაცემების შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება ვალდებულია მოსამსახურისთვის სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადაცემამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათანადო დაწესებულება უფლებამოსილია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. 22. ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ნორმატიული აქტით.“. 3. მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის, იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა.“. 4. 27-ე მუხლის: ა) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოავლინა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7−მე-10 პუნქტები: „7. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების ვადაა 1 წელი. 8. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 9. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. 10. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 მუხლი: „მუხლი 272. ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერება 1. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ან „დ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. ამასთანავე, ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში უნარჩუნდება იარაღის ამ მუხლით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე. 3. ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე გამოცხადებით, რა დროსაც მოხდება იარაღის ჩამორთმევა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკარგავად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუშვას საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამორთმევის მიზნით. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის არდაშვება შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების საფუძველია. 6. თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან 30 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით ან/და „დ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვას, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება, ხოლო ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღნიშნულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში მას აღუდგება შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) და დაუბრუნდება ჩამორთმეული იარაღი. 7. ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისთვის ამ მუხლით განსაზღვრული წესით ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 6. 28-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ამ კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო მსჯავრდებულს ჩამოართმევს იარაღს. ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.“. 7. 352 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი იარაღის რეგისტრაცია“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) იმ მფლობელების გადამოწმება, რომლებმაც შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) 2026 წლის 1 მაისამდე მოიპოვეს, და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის აღნიშნული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება. 2. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 მაისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს: ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის დადგენა; ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული მონაცემების შესახებ შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესის დადგენა. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისთვის ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესის დადგენა; ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელმა შესაბამისმა ორგანომ 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) ამ კანონის აღსრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური და პროგრამული ღონისძიებების განხორციელება; ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული მონაცემების შესახებ შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესის დადგენა; გ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1143-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები