„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 14/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.003.216
  • Word
74
27/06/2008
სსმ, 12, 14/07/2008
140.120.000.05.001.003.216
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპორტული;“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. სპორტული იარაღი

1. სპორტულია იარაღი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებს და განკუთვნილია სპორტსმენების მიერ საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულებისათვის და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

2. სპორტული იარაღის სახეებია:

ა) სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სპორტული პნევმატური იარაღი.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

ე) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;

ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;

ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;

თ) მოსამართლეებს;

ი) სასამართლოს მანდატურებს;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

ნ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;

პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;

ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა) ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წარდგინებით. მითითებულ ნუსხაში ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით.“.

6. მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იარაღის სახელმწიფო კადასტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

4. იარაღის სახელმწიფო კადასტრის შედგენის, წარმოებისა და კადასტრიდან იარაღის ამორიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით.“.

7. მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით.“.

8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).“.

9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი

სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:

დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“.

10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).“.

11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი

სამოქალაქო იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:

დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“.

12. 181 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალურ ლიცენზიებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.

13. 182 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.“.

14. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სპორტული და სანადირო იარაღის (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.“.

15. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.“.

16. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი

1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);

ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;

დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;

ე) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.

4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.

5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.

17. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 221. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საბაჟო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებისათვის, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.“.

18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“.

19. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.“.

20. 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.“.

21. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“.

22. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.“.

23. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ“;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ“.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 27 ივნისი.

№74–Iს