„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 14/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.002.318
  • Word
3378
23/06/2006
სსმ, 26, 14/07/2006
140.120.000.05.001.002.318
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 მუხლები:

     „მუხლი 181. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიები და მათი გამცემი ორგანო

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობა ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

4. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

5. შესაბამისი ლიცენზიების გარეშე სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიებში უნდა მიეთითოს, თუ რომელი სამხედრო-საბრძოლო იარაღის კონკრეტულ სახეობაზე ვრცელდება ლიცენზია.

    მუხლი 182. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემის საფუძველი

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება შესაბამისი ლიცენზიის მიღების მოთხოვნით;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ნასამართლობის არარსებობის და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ შეიარაღებისა და სამხედრო მასალის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მათით ვაჭრობასთან;

დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;

ე) შესაბამის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შენობა-ნაგებობების სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;

ი) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობების დაცვაზე უფლებამოსილი (პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

     „მუხლი 221. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;

ბ) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატს (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მეორე მხარეა საქართველოს ან უცხო ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საბაჟო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3378–Iს