„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.002.282
  • Word
3166
25/05/2006
სსმ, 19, 01/06/2006
140.120.000.05.001.002.282
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოხელეებს;“.

2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3166–Iს