დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4138-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.016164 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება.“.
2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:
„10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლელულიანი ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა იმავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრულ პირებზე.“.
3. 27-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული;“.
4. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი აღნიშნული იარაღის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.“.
5. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს შეძენის ნებართვის გაცემის მოთხოვნისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.“.
მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:
ე1.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე1.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
ე1.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე1.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენის მიზნით;
ე1.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;“;
ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ო6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იდენტურობას.“.
3. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების უფლება
ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 10 ლარი;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – 20 ლარი;“;
გ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა (გარდა ამ მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 20 ლარი;“;
დ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:
„ტ1) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი;“;
ე) „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენა – 20 ლარი;
ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა – 40 ლარი;“;
ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულება (გარდა ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა) დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – 50 ლარი;“;
ზ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 30 ლარი;“;
თ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები:
„წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის ასლის დამზადება და დედანთან იდენტურობის დამოწმება, რომლის დედნის საქმისწარმოების მასალებში დარჩენა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი;
ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი.“;
ი) შენიშვნის:
ი.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა.“;
ი.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.“;
ი.გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, მაგრამ სულ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს.
7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევისა) ამ მუხლის „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი საფასური მცირდება 10 ლარით.“;
ი.დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13–მე-15 პუნქტები:
„13. თუ ერთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად ხუთი ერთეულის ზევით ყოველი მომდევნო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი.
14. ამ მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამზადებული დოკუმენტის ასლი, რომლის დედანთან იდენტურობაც დამოწმებულია, რჩება საქმისწარმოების მასალებში და აქვს ოფიციალური ძალა, ხოლო დოკუმენტის დედანი უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
15. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სააგენტო სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას.“.
5. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“, „ფ4“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“.
6. მე-12 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირებს სააგენტოსთან შეთანხმებით უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასური გადაიხადონ მომსახურების გაწევის შემდეგ.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საფასური დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გადაიხადოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მომზადების შემდეგ, მის გაცემამდე.“.
მუხლი 3. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი.“.
მუხლი 4
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4138-რს
დოკუმენტის კომენტარები