იარაღის შესახებ

  • Word
იარაღის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.001.275
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2264
08/05/2003
სსმ, 14, 03/06/2003
140.120.000.05.001.001.275
იარაღის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/03/2010 - 27/04/2010)

საქართველოს კანონი

იარაღის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იარაღი � მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი � იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის;

გ) ცივი იარაღი � იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის;

დ) ცივი სასროლი იარაღი � იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;

ე) გაზის იარაღი � იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;

ვ) საფანტის იარაღი � იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას;

ზ) ელექტროშოკური იარაღი � მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;

თ) პნევმატური იარაღი � იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;

ი) საკოლექციო იარაღი � იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება;

კ) საბრძოლო მასალა � მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის;

ლ) ჯილდოდ მიღებული იარაღი � იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის;

მ) იარაღის ბრუნვა � იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;

ნ) იარაღის დამამზადებელი � პირი, რომელსაც აქვს იარაღის დამზადების ლიცენზია;

ო) იარაღის მესაკუთრე � პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;

პ) იარაღით მოსარგებლე � პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3378 - სსმ I , 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206

��� მუხლი 3. იარაღის სახეები

1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) სამოქალაქო იარაღი;

ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.

3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

თავი II

სამოქალაქო იარაღი

��� მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები

1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.

2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:

ა) თავდაცვის;

ბ) სპორტული;

გ) სანადირო;

დ) საკოლექციო.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

��� მუხლი 5. თავდაცვის იარაღი

1. თავდაცვისაა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

2. თავდაცვის იარაღის სახეებია:

ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, საფანტისა და სხვა ისეთი იარაღი, რომლით სარგებლობისას გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი ტრავმული დაზიანების ვაზნები);

ბ) გაზის იარაღი � პისტოლეტი, რევოლვერი ან აეროზოლური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;

გ) ელექტროშოკური იარაღი � მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს.

��� მუხლი 6. სპორტული იარაღი

1. სპორტულია იარაღი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებს და განკუთვნილია სპორტსმენების მიერ საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულებისათვის და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

2. სპორტული იარაღის სახეებია:

ა) სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სპორტული პნევმატური იარაღი.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

��� მუხლი 7. სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.

2. სანადირო იარაღის სახეებია:

ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სანადირო პნევმატური იარაღი.

��� მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

თავი III

სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

��� მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;

1) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;

ე) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;

ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;

ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;

თ) მოსამართლეებს;

ი) სასამართლოს მანდატურებს;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს � სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს � სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს � სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

ნ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;

ო) �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;

პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;

ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის �ო� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.

4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არა აქვთ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს.

5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა) ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წარდგინებით. მითითებულ ნუსხაში ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით.

საქართველო 2005 წლის 23 ივნისის კანონი 1745 - სსმ I , 36 11.07.2005 წ., მუხ. 231

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3454 - სსმ I, №29 26.07.2006 წ., მუხ.231

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №539 - სსმ I, №34 04.12.2008 წ., მუხ.218

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2112 - სსმ I, №40 07.12.2009 წ., მუხ.295

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92

��� მუხლი 10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება

1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი ამ კანონით განსაზღვრული წესით იძენს მისი შენახვის უფლებას.

3. �ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლის �თ� ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომში � მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8

თავი IV

სამხედრო-საბრძოლო იარაღი

��� მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი

1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღად ჩაითვლება ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამხედრო მიზნებისათვის, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული, ქიმიური და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის საშუალებების შექმნისას. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.

4. აკრძალულია დისლოკაციის ადგილების გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.

5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას.

საქართველო 2004 წლის 24 თებერვლის კანონი 3389 - სსმ I , 5 04.03.2004 წ., მუხ. 14

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №814 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.193

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3378 - სსმ I , 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4270 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.429

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55

თავი V

იარაღის ბრუნვა

��� მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

��� მუხლი 13. იარაღის სახელმწიფო კადასტრი

1. იარაღის სახელმწიფო კადასტრი არის სხვადასხვა სახის იმ იარაღის სისტემატიზებული ოფიციალური ჩამონათვალი კონსტრუქციის, სისტემის, მოდელის, ძირითადი ტექნიკური მონაცემების მიხედვით, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში.

2. იარაღის სახელმწიფო კადასტრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სახეებთან იარაღის შესაბამისობაზე, მისი დამზადების, რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესებზე კონტროლის განხორციელებისათვის.

3. იარაღის სახელმწიფო კადასტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

4. იარაღის სახელმწიფო კადასტრის შედგენის, წარმოებისა და კადასტრიდან იარაღის ამორიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

��� მუხლი 14. იარაღის სერტიფიცირება

1. ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას.

2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

��� მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება

1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).

2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.

3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველო 2008 წლის 27 ივნისის კანონი 74 - სსმ I , №1 2 14.07.2008 წ., მუხ. 96

��� მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი

სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის � ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:

დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260

��� მუხლი 17. იარაღით ვაჭრობა

1. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).

2. პირები, რომლებიც ახორციელებენ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ვალდებულნი არიან:

ა) იქონიონ სარეალიზაციო საქონლის სერტიფიკატი;

ბ) უზრუნველყონ შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;

გ) მოახდინონ საქონლის რეალიზაცია მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც აქვთ იარაღის შეძენის ნებართვა;

დ) მოახდინონ მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელსაც აქვს ნომერი და სახელმწიფო სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უზრუნველყონ იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება და რეალიზებული იარაღიდან ნასროლი მასრებისა და ტყვიების ნიმუშების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებისათვის;

ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული საქონლის, ასევე მყიდველების შესახებ;

ზ) სათანადოდ დაიცვან ის ადგილები, სადაც ინახება იარაღი და საბრძოლო მასალა.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი

სამოქალაქო იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის � ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:

დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260

��� მუხლი 181. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიები და მათი გამცემი ორგანო

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობა ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

4. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალურ ლიცენზიებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

5. შესაბამისი ლიცენზიების გარეშე სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიებში უნდა მიეთითოს, თუ რომელი სამხედრო-საბრძოლო იარაღის კონკრეტულ სახეობაზე ვრცელდება ლიცენზია.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3378 - სსმ I , 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 182. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემის საფუძველი

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება შესაბამისი ლიცენზიის მიღების მოთხოვნით;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ნასამართლობის არარსებობის და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ შეიარაღებისა და სამხედრო მასალის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მათით ვაჭრობასთან;

დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;

ე) შესაბამის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შენობა-ნაგებობების სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;

ი) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ე� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ვ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ზ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობების დაცვაზე უფლებამოსილი (პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3378 - სსმ I , 26 1 4.07.2006 ., მუხ .206 ��

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2806 - სსმ I, №20 19.04.2010 წ., მუხ.111

��� მუხლი 19. იარაღის შეძენა

1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:

ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;

ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;

გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;

დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;

ე) საქართველოს მოქალაქეებს;

ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.

2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სპორტული და სანადირო იარაღის (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის �ა���ზ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.

4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

5. მოძალადეს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით ეკრძალება იარაღის შეძენა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8

��� მუხლი 20. იარაღის შენახვა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გადაადგილების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92

��� მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა

1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი

1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2�მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);

ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;

დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;

ე) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.

4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.

5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

საქართველო 2004 წლის 30 ივნის ის კანონი №284 - სსმ I , №20 16 .0 7 .2004 წ., მუხ. 1 10

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2091 - სსმ I, №48 29.11.2005 წ., მუხ.324

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 221. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2�მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საბაჟო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებისათვის, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3378 - სსმ I , 26 1 4.07.2006 წ., მუხ.206

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

��� იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 25. იარაღის გამოყენება

1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.

��� მუხლი 26. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან გატანა

1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე � საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

��� მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა

1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;

გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;

დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;

გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;

ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა განზრახ ჩადენილი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის;

ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;

ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს 18 წელი არ შესრულებია;

თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი � ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით;

ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8

��� მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა

1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:

ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;

გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ;

ე) მოძალადისაგან მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით.

���� 2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8

��� მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი

სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს � ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

თავი VI

იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი

��� მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი

1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;

გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;

დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.

2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;

ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;

გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;

დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.

��� მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:

ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.

2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;

გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;

დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;

ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;

ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.

��� მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი

1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.

2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;

ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;

გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.

თავი VII

იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

��� მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა

იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 34. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VIII

გარდამავალი დებულებანი

��� მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შემდეგი ბრძანებულებები:

ა) �იარაღის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის შესახებ�;

ბ) �იარაღის სერტიფიცირების წესის შესახებ�;

გ) �იარაღის ჩამორთმევის წესის შესახებ�;

დ) �უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ�;

ე) �სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის შესახებ�;

ვ) �საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ�;

ზ) �იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება�;

თ) �იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა�.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება �იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ�;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება �ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ�;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანება �საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ�.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი �იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა�.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

������� მუხლი 351. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო მოსაკრებელი

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

საქართველო 2004 წლის 30 ივნის ის კანონი №284 - სსმ I , №20 16 .0 7 .2004 წ., მუხ. 1 10

თავი IX

დასკვნითი დებულებანი

��� მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი �ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ�.

��� მუხლი 37. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2264-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3389 - სსმ I, №5 04.03.2004 წ., მუხ.14

2. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №284 - სსმ I, №20 16.07.2004 წ., მუხ.110

3. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №814 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.193

4. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1745 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.231

5. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238

6. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290

7. საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2091 - სსმ I, №48 29.11.2005 წ., მუხ.324

8. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353

9. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172

10. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155

11. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.206

12. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3454 - სსმ I, №29 26.07.2006 წ., მუხ.231

13. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4270 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.429

14. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

15. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142

16. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №539 - სსმ I, №34 04.12.2008 წ., მუხ.218

17. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55

18. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260

19. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2112 - სსმ I, №40 07.12.2009 წ., მუხ.295

20. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8

21. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92

22. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2806 - სსმ I, №20 19.04.2010 წ., მუხ.111

 

 

75. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4304-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 09/07/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 74. 15/05/2024 - საქართველოს კანონი - 4169-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/05/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3876-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 72. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3517-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 71. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3100-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 70. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1325-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 69. 16/11/2021 - საქართველოს კანონი - 1016-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2021 68. 12/07/2021 - საქართველოს კანონი - 711-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 14/07/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 67. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 389-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 66. 29/05/2020 - საქართველოს კანონი - 5992-IIს - ვებგვერდი, 10/06/2020 65. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5756-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 64. 19/02/2020 - საქართველოს კანონი - 5721-IIს - ვებგვერდი, 24/02/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4911-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 62. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4894-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 61. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4405-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 60. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4243-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 59. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4244-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 58. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4077-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 57. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4076-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 56. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3798-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3591-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 54. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3285-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 53. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3117-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 52. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2625-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 51. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2397-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 50. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1703-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 49. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 764-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 48. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 135-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 47. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5455-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4551-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 45. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4357-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 44. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3931-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 43. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3702-IIს - ვებგვერდი, 30/06/2015 42. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3671-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 41. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2471-IIს - ვებგვერდი, 12/06/2014 40. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2427-IIს - ვებგვერდი, 27/05/2014 39. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2356-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 38. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1782-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 37. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1685-Iს - ვებგვერდი, 17/12/2013 36. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1360-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 487-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 34. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 33. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6162-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 32. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6058-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 31. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 30. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5006-რს - ვებგვერდი, 110715009, 15/07/2011 29. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 28. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4401-Iს - ვებგვერდი, 110317031, 17/03/2011 27. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4138-რს - სსმ, 76, 29/12/2010 26. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 25. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3285 - სსმ, 38, 16/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3055 - სსმ, 26, 20/05/2010 23. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2988 - სსმ, 24, 10/05/2010 22. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2806 - სსმ, 20, 19/04/2010 21. 26/03/2010 - საქართველოს კანონი - 2869 - სსმ, 14, 30/03/2010 20. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2511 - სსმ, 3, 13/01/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 20/11/2009 - საქართველოს კანონი - 2112 - სსმ, 40, 07/12/2009 18. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1971 - სსმ, 35, 19/11/2009 17. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1184 - სსმ, 12, 29/06/2009 16. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 539 - სსმ, 34, 04/12/2008 15. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 227 - სსმ, 17, 28/07/2008 14. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 74 - სსმ, 12, 14/07/2008 13. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4270 - სსმ, 51, 31/12/2006 12. 14/07/2006 - საქართველოს კანონი - 3454 - სსმ, 29, 26/07/2006 11. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3378 - სსმ, 26, 14/07/2006 10. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3166 - სსმ, 19, 01/06/2006 9. 24/05/2006 - საქართველოს კანონი - 3144 - სსმ, 20, 09/06/2005 8. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2132 - სსმ, 53, 19/12/2005 7. 11/11/2005 - საქართველოს კანონი - 2091 - სსმ, 48, 29/11/2005 6. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1848 - სსმ, 41, 19/07/2005 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1769 - სსმ, 36, 11/07/2005 4. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1745 - სსმ, 36, 11/07/2005 3. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 814 - სსმ, 39, 25/12/2004 2. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 284 - სსმ, 20, 16/06/2004 1. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3389 - სსმ, 5, 04/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას