„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4304-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.102301
4304-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 09/07/2024
140120000.05.001.102301
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები:

„ნ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა − ელექტრონული მუხტის მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

2) თევზჭერის ელექტროიარაღი − ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპია ელექტროდენით წყლის ცოცხალი ორგანიზმების მოზიდვა ან/და მათი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ან/და მათი დახოცვა;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა;“.

3. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება;

კ) თევზჭერის ელექტროიარაღი.“.

4. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი ან/და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“.

მუხლი 2. 2024 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ 1“ ქვეპუნქტში აღნიშნული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4304-XIVმს-Xმპ