დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2427-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.017445 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები – მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა;“. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);“. 3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), აგრეთვე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის: დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია); დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, აგრეთვე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ; ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“. 4. მე-17 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). 2. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა; ბ) იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე; გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა; ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა; ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღის და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს; ზ) უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება; თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“. 5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), აგრეთვე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის: დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია); ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ; ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“. 6. 22-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს: ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის ნებართვა, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ; დ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 14 მაისი 2014 წ. N2427-IIს |
დოკუმენტის კომენტარები