დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5756-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.019789 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“; ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“; გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“. 2. მე-18 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“; ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“; გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“. 3. 27-ე მუხლის: ა) 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;“; ბ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.“; გ) 26 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27 პუნქტი: „27. თუ დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გათვალისწინებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით ჩამორთმევა, გამოიყენება სასამართლოს განაჩენით დადგენილი ვადა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 17 მარტი 2020 წ. N5756-IIს |
დოკუმენტის კომენტარები