დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 284 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 16/06/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.001.533 |
საქართველოს კანონი
� იარაღის შესახებ� საქართველოს კანონში დამატებე ბის შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1
�იარაღის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 03.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
�5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.�.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:
��� ��მუხლი 351. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო მოსაკრებელი
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.�.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 30 ივნისი.
№284-რს
დოკუმენტის კომენტარები